სამადლოთი გადახდილი გირაოთი გამოდიხარ – არ დაგავიწყდეს, – ასე მიმართავს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ნიკა მელიას.
„ახლა, რომ გამოხვალ ნიკანორ ნუ „აამტვერებ“, მჯიღის გულზე ცემას და ვაჟკაცობის დემონსტრირებას ნუ დაიწყებ! გირაოს გადაუხდელობის გამო დაგაკავეს და სამადლოდ გადახდილი გირაოთი გამოდიხარ არ დაგავიწყდეს! პარლამენტის ამნისტია შეგეხება და თავისუფალი იქნები, არც ეგ დაგავიწყდეს! პარლამენტზე შტურმი,ქვების სროლა, თავდასხმა, ხულიგნობა დანაშაულია და სირცხვილი იქნება კვლავ იგივე ბრალდებით,რომ დაგაკავონ.
ამიტომ დაფიქრდი, აწონ-დაწონე და გააანალიზე მიშას „ტორპედოდ“ ყოფნა უფრო სირცხვილია, თუ წაგება აღიარო და კაცურად მიიღო შედეგი, რომელიც სამწუხაროდ შენი განულებული რეიტინგი და არშემდგარი გმირობაა…“, – აცხადებს ანალიტიკოსი.
კომენტარები