9 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
9 მაისს საქართველოში ფაშიზმე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. ამის შემდეგ, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
კომენტარები