ნიკა მელიას მამა ანზორ მელია, მისი შვილის გათავისუფლებას ეხმიანება.
“ბედნიერებაა ეს ყველაფერი, მე იმდენად ჩემს თავზე არ ვფიქრობ, როგორც ჩემს შვილიშვილზე. 6 წლის არის სანდრო და 12 წლის ბავშვის ჭკუა აქვს. როდესაც ტელევიზორში ნიკა მელიას ახსენებენ, გარბის სხვა ოთახში, ვერ ვასწრებ გამორთვას. ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს. მიხარია, რომ დღეს სანდრო მამამისს ჩაეხუტება,”- აღნიშნა ანზორ მელიამ.
ნიკა მელია მოსამართლემ პატიმრობიდან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.
კომენტარები