ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„თუ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს შერჩა პრინციპულობა და ჯერ კიდევ არიან იმ აზრზე, რომ არ უნდათ პარლამენტში შემოსვლა, მათ შეუძლიათ კიდევ ერთხელ შეუძლიათ პარლამენტს მიმართონ მანდატების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა ჯერ პარლამენტში შესული თანაპარტიელები უნდა დაითანხმონ. ახლა უფრო ადვილი იქნება ამის შესრულება. მე პირობას ვაძლევ ასეთ ორ-სამ ადამიანს, რომ „ქართული ოცნების“ ნაწილი მაინც დავითანხმო, რომ ის მცირე ხმები, რომელიც მათ დააკლდებათ, როცა ოპოზიციას დაითანხმებენ, მიიღონ და დატოვონ პარლამენტი. სავარაუდოდ ასეთი სულ ორი-სამი ადამიანი იქნება“, – აღნიშნა სუბარმა.