დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი.
„ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა, რომელიც თელ-ავივში იმყოფება, ადგილზე არსებული სიტუაციისშესახებ ტელეკომპანიის ეთერში ისაუბრა:
„აქ 40 წუთის უკან ჯოჯოხეთი ხდებოდა, გორის კადრები ხომ ყველას, ხომ გვაქვს ნანახი? აქ ხდებოდა ეს. მთელი თელ-ავივი გადანათებელი იყო. სირენა ორჯერ ჩაირთო. რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი. დღეს მთელიდღეა სამხრეთს ბომბავდნენ და ახლა თელ-ავივის დასბობმვა დაიწყეს.
იცით, რომ ისრაელს შემაკავებელი სისტემა აქვთ, ისინი 90 პროცენტით ანეიტრალებს ბომბებს. თუმცა ა ქ წარმოუდგენელი რამ იყო. ცა განათდა, რაკეტები ფეთქდებოდა ჰაერში, რთული სიტუაციაა, ომია“, – – ამბობს ვატო წერეთელი.