ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში განხორციელებული შეტევის შედეგად მოძრაობა “ჰამასის” ორი ლიდერი მოკლეს.
უწყების განცხადებით, ლიკვიდირებულია “ჰამასის” სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ჰასან ხაოგი, ასევე მისი მოადგილე ვაილ ისსაა.
ისრაელი ამბობს, რომ ღაზას სექტორში 2014 წლის შემდეგ ბოლო 24 საათში განხორციელებული სარაკეტო შეტევები მათი მხრიდან ყველაზე მასშტაბურია.
შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მეორე დღეა არ წყდება. ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის დედაქალაქი თელ-ავივისკენ 130 რაკეტა გაუშვა, არის მსხვერპლიც. პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
პროცესების ესკალაცია 10 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში “ჰამასის” ობიექტებზე იერიში მიიტანა.