ისრაელი ღაზის საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენს, რათა პოტენციური სახმელეთო ოპერაციისთვის მოემზადოს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიდაი ზილბერმანმა განაცხადა.
„ჩვენ ღაზის საზღვართან ძალებს ვაგროვებთ, მათ ვამზადებთ. ისინი გარემოს სწავლობენ და მათ მაშინ გამოვიყენებთ, როდესაც გადავწყვეტთ. ინიციატივა ჩვენია და დრო ჩვენს მხარესაა“, – აღნიშნა ჰიდაი ზილბერმანმა.
თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა 9 ათასი რეზერვისტის გამოძახების განკარგულება გასცა.
გამოცემა The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, მიმდინარე დღის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვითი ძალების ხელმძღვანელს, გენერალ ავივ კოხავის სახმელეთო ოპერაციის გეგმას განსახილველად წარუდგენენ.
„სამხედრო ძალების ნაწილი საზღვრისკენ გადაადგილება. ეს მოსამზადებელი ნაბიჯია“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვითი ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იონათან კონრიკუსმა.