დმანისის რაიონში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„ამ ფაქტის წარმოჩენა, როგორც დაპირისპირება ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის, არასწორია. ის არ შეესაბამება ქართულ-აზერბაიჯანულ სტრატეგიულ პარტნიორობას. მოვუწოდებთ ჩვენს თანამემამულეებს გამოიჩინონ თავშეკავება, პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა. ინციდენტზე რეაგირება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოხდეს. აზერბაიჯანის საელჩოს მუდმივი კონტაქტი ექნება საქართველოს შესაბამის სტრუქტურებათნ“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
დმანისის რაიონში იქ მცხოვრებ სვანებს და აზერბაიჯანელებს შორის 16 და 17 მაისს დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე ადამიანია დაშავებული. დაკავებულია კონფლიქტში მონაწილე 8 პირი.