ჩრდილოეთ იტალიაში საბაგირო კაბინის ჩამოვარდნას სულ მცირე ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „Rainews“ ავრცელებს.
შემთხვევა ჩრდილოეთ იტალიაში, ტბა მაჯორეს მახლობლად მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით საბაგირო კაბინა მთა მოტარონესსიახლოვეს ჩამოვარდა.
მედიის ინფორმაცით, საბაგიროს კაბინაში 11 მგზავრი იმყოფებოდა. ორი ბავშვი სამაშველო ვერტმფრენით გადაიყვანეს ტურინის საავადმყოფოში. ინციდენტი სავარაუდოდ ბაგირის დაზიანებამ გამოიწვია.
მედიის ინფორმაციით, საბაგირო ტყეში ჩამოვარდა, რაც სამაშველო საქმიანობას ართულებს.
კომენტარები