ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზია „ბელარუს-1“-ი დაპატიმრებული ოპოზიციონერი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვას ავრცელებს.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში რომან პროტასევიჩი აცხადებს, რომ მინსკის იზოლატორში იმყოფება და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.
კომენტარები
