ჩინეთში, ძიანსუს პროვინციაში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
ინფიცირებული 41 წლის კაცია, რომელიც მაღალი ტემპერატურითა და გრიპის სხვა სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 28 მაისს მას ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ინფიცირება დაუდასტურდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაინფიცირდა კაცი, უცნობია.
H10N3 ფრინველის ვირუსის ნაკლებად მძიმე შტამია და მისი გავრცელების რისკი ძალიან მცირეა.
კომენტარები