საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის დახვედრის ცერემონია იმართება. სტუმარს ირაკლი ღარიბაშვილი დახვდა, შესრულდა ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც პრემიერებს შორის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებსაც გააკეთებენ.
ვიზიტს წინ უძღოდა მაისში მეგობარი ქვეყნების პრემიერ მინისტრების შეხვედრა ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, რა დროსაც ირაკლი ღარიბაშვილმა დენის შმიგალი საქართველოში მოიწვია. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარესა და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება. დენის შმიგალი დელეგაციის წევრებთან ერთად პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.