იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით უნდა წარიმართოს ყველა ინსტიტუციის მიერ მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში საქმიანობა. ის იმედოვნებს, რომ აღნიშნული საკითხი უახლოეს დღეებში მოგვარდება.
„რა თქმა უნდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით უნდა წარიმართოს ყველა ინსტიტუციის მიერ მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში საქმიანობა და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში კოორდინირებულად მოგვარდება აღნიშნული საკითხი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
კომენტარები