ყოფილ პრემიერს პარლამენტში თუ დავიბარებთ, მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიდავიბარებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ის აცხადებს, კორუფციასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
„მე მასზე მქონდა გამოქვეყნებული კოვიდფონდიდან ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით და ამაზე საგამოძიებო კომისია უნდა გავაკეთოთ, მარტო ამაზე არა, სხვა საქმეებზეც.
მოდი ერთი წერილი მოგვცეს გახარიამ, რომ მან მიმართა, შინაგან საქმეთა მინისტრს. ვისთვის უნდა მიემართა კორუფციაზე არ ვიცი, მაგრამ ვთქვათ, ეკონომიკის მინისტრი, რომ იყო, ან პრემიერ-მინისტრი რომ იყო, გაუგზავნა წერილი პროკურატურას, შსს-ს ხომ არ გაუგზავნიდა, იქიდან მოდიოდა, აქ და აქ არის კორუფციული ფაქტები და გამოიძიეთო. აუდიტის სამსახურს დადებული აქვს უამრავი კორუფციული სქემა და არც ერთზე გამოძიება არ არის დაწყებული. შენ რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხარ, მაგალითად, რატომ არ აწუხებდა მას ჭიათურა გადათხრილი და გაუბედურებული რომ არის?
ყოფილ პრემიერს პარლამენტში თუ დავიბარებთ, მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ყოფილებს ვერ ვიბარებთ, ხომ?“, -აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, „სისტემურად, კომპლექსურად, ყველა მექანიზმით უნდა ებრძოლონ „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებულ უსამართლობებს“.