უმრავლესობის პრაქტიკულად ყველა ლიდერი და წევრი 20 ივნისს პარლამენტში იყო და ეს თვითონაც (გიორგი გახარიამ ) ძალიან კარგად იცის, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძე „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ 20 ივნისის ღამეს „ქართული ოცნების“ ლიდერები არ იძებნებოდნენ პარლამენტში.
„ვფიქრობ, ამ განცხადებით მან სცადა რომ უფრო მეტად წარმოეჩინა საკუთარი როლი იმ დღეს და საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ მხოლოდ თვითონ აქვს დამსახურება ყველაფერში, რაც იმ დღეს მოხდა.
კითხვები რომ ამან წარმოშვა, ამას თვითონ უნდა უპასუხოს და არ ვფიქრობ, რომ მე ან რომელიმე ლიდერი „ქართული ოცნებიდან“ დღეს ვალდებული ვართ, რომ მის განცხადებებზე განმარტებები ვაკეთოთ. მედიასთან იმიტომ აქვს კომუნიკაცია, რომ მაქსიმალურად ამომწურავად ისაუბროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გიორგი გახარიამ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში ვერავინ ნახა.