„დიდი შვიდეულის“ ლიდერები აიღებენ ვალდებულებას, გამოიყენონ თავიანთი რესურსები, რათა აღარ დაუშვან პანდემიით გამოწვეული კატასტროფები, – ამის შესახებ BBC წერს.
სამიტის მეორე დღეს, დიდ ბრიტანეთში, კორნუოლში შეკრებილი ლიდერები გამოაქვეყნებენ დეკლარაციას, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა ღონისძიება, რომელიც ამ მიზნის მისაღწევადაა საჭირო. დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის მოხსენებიდან.
გეგმის მთავარი მიზანია, ვაქცინების საჭირო რაოდენობის მობილიზების უზრუნველყოფა 100 დღეზე ნაკლებ დროში. ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა, რომელიც სამდღიან სამიტს მასპინძლობს, შეხვედრის გახსნისას თქვა, რომ „მნიშვნელოვანია, 2008 წლის კრიზისის მაგალითზე სწავლა და უთანასწორობის ნაიარევის დაძლევა“.
„დიდი შვიდეული“ არის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს შვიდ, ეკონომიკურად მოწინავე ქვეყანას – კანადას, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, იტალიას, დიდი ბრიტანეთსა აშშ-ს აერთიანებს. „შვიდეულის“ წლევანდელი სამიტი 11 ივნისს დაიწყო.