სომხეთში, ამომრჩევლის მისაღებად, საარჩევნო უბნები გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით, 38 საარჩევნო ოლქში, უკვე 2 008 უბანია ღია. არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობს.
ხმის მიცემის პროცესს 9 ადგილობრივი და 8 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება. კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, წინასწარი შედეგები კი, 21 ივნისს, 8 საათზე გამოცხადდება.
ქვეყნის მასშტაბით, ხმის მიცემის უფლების მქონე 2 578 678 მოქალაქეა.
კომენტარები