გურიის მხარის ახლადდანიშნული სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა ურუშაძე დღეს ოზურგეთში მედიას წარუდგინა.
ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა პრემიერმინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს პოსტი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა.
მისივე თქმით, აპირებს, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტებს ეწვიოს, ადგილობრივ ხელმძღვანლებს შეხვდეს და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნოს.
კომენტარები