ვიდეოსერვის HBO Max-ზე სერიალ „სოპრანოს კლანის“ პრიქველის ტრეილერი გამოქვეყნდა. კრიმინალური დრამის „ნიუარკის ბევრი წმინდანი“ The Many Saints of Newark მსოფლიო პრემიერა 1-ელ ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ფილმში მოქმედება 1960-იან წლებში ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში ვითარდება. მთავარი გმირი ახალგაზრდა ტონი სოპრანოა, რომლის როლსაც ჯეიმს განდოლფინის (სერიალში ტონი სოპრანოს როლის შემსრულებელი) ვაჟი – მაიკლ განდოლფინი ასრულებს.
ფილმის რეჟისორია ალან ტეილორი, როლებს კი ვერა ფარმიგა, ჯონ ბერნტალი, ბილი მაგნუსენი, რეი ლიოტა, ლესლი ოდომ უმცროსი და სხვები ასრულებენ.
კომენტარები