მფრინავი ავტომობილები მსოფლიოს ქალაქებში მიმდინარე ათწლეული მიწურულს გამოჩნდება. ამის შესახებ Guardian-ი Hyundai-ის ევროპული ოპერაციების ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს.
მაიკ კოულის თქმით, სამხრეთკორეულმა კომპანიამ ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. „გვჯერა, რომ ეს ნამდვილად ჩვენი მომავლის ნაწილია“, – დასძინა მან.
მისივე თქმით, ურბანული საჰაერო მობილობის განვითარება ქალაქებში საცობების პრობლემას მოაგვარებს და ასევე ჰაერის სისუფთავეზეც დადებითად იმოქმედებს.
Hyundai-მ მფრინავი ავტომობილების კონცეფცია კომპანია Uber-თან ერთად შეიმუშავა. პროექტი ლას-ვეგასში, 2020 წლის იანვარში წარადგინეს.
კომენტარები