მაიამიში 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილობრივ ჩამონგრევის შემდეგ, უკვე 22 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხოლო 126 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
მაიამის მახლობლად მდებარე 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. 2018 წლის საინჟინრო ანგარიშში ნათქვამია მიწისქვეშა პარკინგის ბეტონის, ასევე აუზის ქვეშ ბეტონის ფილის სერიოზული დაზიანების შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარაუდი გამოთქვა, რომ მაიამიში 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის მიზეზი შესაძლოა გლობალური დათბობა ყოფილიყო.
თეთრი სახლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ვერსიის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულებები არ აქვს. ამასთანავე, ბაიდენმა აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული, სახლი ზღვის დონის მატების გამო ჩამონგრეულიყო.
კომენტარები