ვემიჯნებით ძალადობას, რაიმე მოწოდებები თუ იყო სასულიერო პირების მხრიდან, ამაზე რეაგირება მოხდება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.
„ჩვენ ყველას მოვუწოდებთ მშვიდობისკენ. რა თქმა უნდა, ვემიჯნებით ძალადობას, სამწუხარო ფაქტები მოხდა. თუ იყო რაიმე მოწოდებები სასულიერო პირების მხრიდან, ამაზე რეაგირება აუცილებლად მოხდება“,- განაცხადა მეუფე შიომ.
კომენტარები