ევროპელებს ესმით, რომ მატარებელი გადის და სურთ ბოლო ვაგონის საფეხურს შეახტნენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
“ისინი ალბათ ხვდებიან, რომ მატარებელი გადის და სურთ ბოლო ვაგონის საფეხურზე ახტომა”, – აღნიშნა ლავროვმა როდესაც კომენტარი გააკეთა ევროკავშირის სურვილზე, მონაწილეობა მიიღოს რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე მოლაპარაკებებში.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთის მოლაპარაკების ხაზი უკრაინასთან დაკავშირებით ისე იქნება სტრუქტურირებული, რომ მიღწეული იქნას სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები, რომლებიც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2024 წელს ჩამოაყალიბა.
„მოლაპარაკებების ხაზი ისე იქნება აგებული, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა იყოს შესაძლებელი. ეს მიზნები პრეზიდენტმა 2024 წლის ივნისში ჩამოაყალიბა და მას შემდეგ არასოდეს შეცვლილა“, – განაცხადა ლავროვმა.
