გუშინ “თავისუფლების მოედნის“ მეტროში ახალგაზრდა კაცი ლიანდაგებში ჩავარდა და დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობილი ხდება ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა, ის 22 წლის დავით ძამაშვილია.
“შენთან რა უნდოდა ვერანა სიკვდილს, დათუჩა… როგორ გაანადგურე, შვილო, ოჯახი. როგორ მოგვიკალი გულები, ჩემო ჭკვიანოო“, – წერს ნონა შუბითიძე და ამბობს, რომ გარდაცვლილი მისი დეიდაშვილის შვილია.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, როდესაც ლიანდაგებში ჩავარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

