გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, ვნებათაღელვა ამ დრომდე არ წყდება.
რადიკალებმა სასტიკად სცემეს მედიის წარმომადგენლები, პოლონელი ტურისტი, ბავშვები და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება და რამდენიმე პირი დაკავებულია.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ერთ-ერთი რადიკალის ფოტო, რომელმაც არასრულწლოვნებზე იძალადა.
პოსტის ავტორის თქმით, მამაკაცი რომელიც ბავშვებს დაედევნა ლაშა ჭიღლაძეა და ის წარსულში “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირებული “თავისუფალი ზონის წევრი გახლდათ.
კომენტარები