გამოქვეყნდა გლობალური შიმშილის 2026 წლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველო 24 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზიციაზეა.
გარდა ამისა, ევროკომისიამ მსოფლიოს მასშტაბით იმ 98 ქვეყნის სია გამოაქვეყნა, სადაც მოსახლეობის შიმშილობა პრობლემას წარმოადგენს. პრობლემური ქვეყნებს შორის ევროპიდან მხოლოდ სამი ქვეყანა მოხვდა – უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი.
კვლევას მსოფლიოს მოწინავე პროფილური საერთაშორისო შემფასებელი ცენტრები აწარმოებს: „მოშიმშილეთა მსოფლიო დახმარების“ ორგანიზაცია და „მშვიდობის და შეიარაღებული კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი“.
კვლევის მიხედვით უკიდურესი გასაჭირის გამომხატველი ეს პრობლემა შეფასებულია 4 ფაქტორით: მოსახლეობის არასაკმარისი გამოკვება; წონის კლება ბავშვებში; ბავშვების ჩამორჩენა სიმაღლეში და ბავშვთა სიკვდილიანობა.
კვლევის თანახმად, 100%-იანი სისტემით საქართველოს შეფასება 5%-ზე დაბალია. რაც საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება.
კვლევის თანახმად, საქართველოში არასაკმარისი გამოკვების დონე მოსახლეობის 2,5%-ზე დაბალია, წონის კლება ბავშვების 4,7%-ში შეინიშნება, ზრდაში ჩამორჩენის პრობლემა ბავშვების 0,6%-ს ეხება, 5 დღემდე ასაკის ჩვილთა სიკვდილიანობა 0,9%-ს შეადგენს.
ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველომ ევროპაში სარეიტინგო პოზიციის არსებითი გაუმჯობესება 2012 წლის შემდეგ დაიწყო. იმ დროს ქვეყანა გლობალური შიმშილის ინდექსით ევროპის უკანასკნელ ხუთეულში იმყოფებოდა.
