პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექიმებს მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტრს ათწლიანი გეგმის პრეზენტაცია გახსნა, სადაც სიტყვით მედიკოსებს მიმართა.
“ჩვენს პატივცემულ ღვაწლმოსილ ექიმს მინდა გმირობისთვის მადლობა გადავუხადო. ეს არის ფასდაუდებელი საქმე რაც თქვენ გააკეთეთ. მოგეხსენებათ კოვიდპანდემია იყო მთავარი გამოწვევა და ამ პროცესში თქვენ გამოიჩინეთ საოცარი გმირობა და თავდადება. ჩვენი მთავრობისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა არის პრიორიტეტი. 2012 წლიდან არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის და ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. როცა მოვედით ხელისუფლებაში მთავარი გამოწვევა იყო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, ახლა კი ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობაა მთავარი გამოწვევა” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.