ამსტერდამის ცენტრში კრიმინალის თემებზე მომუშავე ცნობილ ჟურნალისტს პიტერ დე ვრისს ესროლეს, – ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა NOS-ი წერს.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ახლო მანძილიდან ისროდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ 4 ან 5 გასროლის ხმა გაიგეს. 64 წლის ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის საავადმყოფოში იმყოფება.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს – ერთი ამსტერდამში, ორი კი ჰააგის მახლობლად.
კომენტარები