„ძალიან მძიმე წუთებია, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა დედისთვის, რომელიც ამ დღეშია. თავის დროზე, საავადმყოფოში ვინახულე და ნამდვილად არ მეგონა, რომ დღეს აქ მოვიდოდი, ამ ტრაგედიისა და მწუხარების გასაზიარებლად“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველის“ ოჯახში, სამძიმარზე მისვლის შემდეგ.
პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია, დაისაჯოს ყველა, ვინც მომხდარზეა პასუხისმგებელი.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც ამაზე იყო პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. არც პოლიცია ვარ და არც გამომძიებელი, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის აუცილებელი. მინდა თქვენ ჟურნალისტებს და არა მხოლოდ თქვენ,მთელი საზოგადოების წუხილია, მთელ საზოგადოებას ვუზიარებ დღევანდელ ტრაგედიას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარები