ლექსო ლაშქარავას თავის ტვინში არანაირი მასიური ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი, ვერ იქნა ნანახი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა,ალექსანდრე გეჯაძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
„მიცვალებული გამოკვლეულ იქნა ერთობლივად, სამხარაულის საექსპერტო სტრუქტურის ექსპერტთან ერთად ჩემი უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით, კრიმინალისტებთან ერთად, რომლებმაც შესაბამისი მასალა აიღეს. ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმულია ძირითადი სტანდარტული და სავსებით მისაღები შეკითხვები, რაც შემდეგში მდგომარეობს: რა არის უშუალოდ აწ გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზი, რა დაზიანებები ჰქონდა მას, რა არის ამ დაზიანებების ხასიათი, არის თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირი დაზიანებებსა და დამდგარ შედეგს შორის. ასევე, დგას საკითხი, მიღებული ჰქონდა თუ არა ნარკოტიკული ნივთიერება, სედატიური პრეპარატი, საძილე ნივთიერება, ან სხვა რაიმე ტოქსიკური ნივთიერება, ან რაიმე ნივთიერების ზედოზირებას ხომ არ ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა გეჯაძემ