ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ.
მათ ხელისუფლებას ხვალ, 12:00 საათამდე მისცეს მათი მოთხოვნების შესასრულებლად დრო. კერძოდ, ისინი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წარმომადგენლების გადადგომას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალ, 18:00 საათზე აქცია განახლდება.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
კომენტარები