„ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან ერთად განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ხუთი ინდიკატორის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის.
„წინა წელთან შედარებით, საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს როგორიც არის მაგალითისათვის გერმანია, რომელიც მე-17 ადგილზეა, ირლანდია, რომელიც მე-18 ადგილზეა, ავსტრია მე-19 -ზე, ისლანდია მე-20-ზე, ლიტვა 21-ზე, კანადა 22-ზე, პოლონეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, სლოვენია, შვეიცარია, ესპანეთი, სლოვაკეთი.
საქართველო ხუთი ინდიკატორის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის. ეს ინდიკატორებია ქონების რეგისტრაცია, სადაც ჩვენ მე-3 ადგილზე ვართ, ასევე კრედიტის აღება, სადაც მე-7 ადგილზე ვართ, მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა, სადაც მე-7 ადგილზე ვართ, ბიზნესის დაწყება, სადაც მე-8 ადგილზე ვართ და მშენებლობის ნებართვა მე-8 ადგილზე ვართ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
“ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა
2016/10/26 11:29:37
კომენტარები
ნანახია: 1743 ჯერ