შსს-მ დააკავა დავით კუტალაძე, რომელსაც ბრალად ედება ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე ფიზიკური ძალადობა, რომელიც 5 ივლისს, მოძრაობს სირცხვილიას”-ს ოფისში მოხდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა – დ.კ.-მ,
ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფს
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2
ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის
ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი
დააკავეს, მათ შორის – 5 ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური
და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება
საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.”– ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.