საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს“,-ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა მერსი ტემბონიმ ეკონომიკის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტემბონის თქმით, საქართველო რეგიონში მოწინავე სახელმწიფოა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა ბიზნესის წარმოების რეიტინგში კვლავ კარგ შედეგს აჩვენებს.
„ეს მე-14 ანგარიშია, სადაც მსოფლიო ბანკის ჯგუფი ბიზნესის სიმარტივეს განსაზღვრავს. წელს შეფასებულია 10 კომპონენტი და საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. ეს ფანტასტიურია. საქართველო რეგიონში მოწინავე სახელმწიფოა. მინდა მოვუწოდო მთავრობას, გააგრძელოს ეს. მომავალ წელს იმედია, კვლავ ვისაუბრებთ საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესებაზე“,-განაცხადა მერსი ტემბონიმ.
კომენტარები