იტალიაში მძღოლმა მაურო მასკეტიმსკოლის 25 მოსწავლე ავტობუსში გაჩენილ ხანძარს გადაარჩინა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მძღოლს 14-16 წლის ბავშვები საზაფხულო ბანაკში მიჰყავდა, როდესაც შეამჩნია, რომ ძრავას პრობლემები შეექმნა. მან ბავშვები ავტობუსიდან სწრაფად გაიყვანა, რამდენიმე წუთში კი მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
„როგორც კი მივხვდი რა მოხდა დაუფიქრებლად დავიწყე მგზავრების დაცვა, ავტობუსიდან გავიყვანე და უსაფრთხო ადგილას გავიყვანე“, – განაცხადა მასკეტიმ.
ინციდენტი მილანთან ახლოს, ერთ-ერთ გვირაბში მოხდა. მეხანძრეები შემთხვევის ადგილას სწრაფად მივიდნენ და ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა ავტობუსი სრულად დაიწვა.
კომენტარები