საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ტვ პირველი!!!! გამაგებიეთ თქვენ, ტელევიზია ხართ თუ, ფაშისტური ორგანიზაცია?? პრემიერის არასრულწლოვან, პატარა ბავშვებს, დილიდანვე რომ დასდევთ მიკროფონებით და ბავშვებს რომ პროვოკაციულ კითხვებს უსვამთ, რა არის ეს, ჟურნალისტიკის ახალი განხრა, როგორ დააავადმყოფოთ და დაანერვოზოთ მომავალი თაობა, თუ რა უბედურებაა? თქვენგან ცდილობთ, დააბულინგოთ და დაავადმყოფოთ პატარა ბავშვები… არადა რომ გკითხოთ კაცმა, ადამიანის უფლებებს იცავთ… გამოდიხართ საჯაროდ და ბღავილით აპროტესტებთ ძალადობას, სინამდვილეში კი, აი ეს მართლაც მონად ქცეული გოგო, აქ პირბადით, ამ კორონობისჟამს, არაჰიგიენურ პირობებში, მიწაზე გდია დილის 6 საათზე, იმისთვის, რომ ჩაუსაფრდეს, პრემიერის შვილებს, პატარა ბავშვებს და ეს არაა, ამ საცოდავ გოგოზე ძალადობა, ტვ პირველის მხრიდან, რომელიც მას, მოზარდებზე ბულინგსა და ძალადობას ავალებს?… ბოლოს და ბოლოს, ისე თუ გინდათ იაროთ ამ ქალაქში, რომ ყველამ გაფურთხოთ, კი ბატონო, არაა პრობლემა, თქვენთვის ფურთხი, რა დასანანია, ყველამ ნამდვილად უნდა გაიმეტოს!…
მსგავსი უნამუსობა ჟურნალისტებს, შევარდნაძის დროსაც არ უკადრებიათ, ამას ვინ გაბედავდა, ამას არავინ იკადრებდა… მიშას რეჟიმის დროს ხომ, ეს ჩვეულებრივი ნორმა იყო და ამ ნორმის აღდგენას და გაგრძელებას ცდილობს ეტყობა, ტვ პირველი….
სირცხვილი თქვენ, არაფერი საერთო თქვენ ჟურნალისტიკასთან არ გაქვთ, თქვენ, ბავშვებზე მოძალადე, ერთ-ერთი ფაშისტური დანაყოფი ხართ!”-წერს ლიპარტელიანი.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის მეზობელმა ია გოგილაშვილმა დღეს გამთენიისას გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც “ტვ პირველის” ჟურნალისტია გადაღებული, თუ როგორ ელოდება დილის 6 საათზე სახლთან პრემიერ-მინისტრის მცირეწლოვან შვილებს და მშობლებს.