აშშ-ის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა დღეს, გვიან ღამით ჩამოვა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, 23:30 საათზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის ჩამოსვლასთან დაკავშირებით აეროპორტში ღონისძიებას დაესწრებიან.
ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის საჩუქრად გადმოცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კომენტარები