თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება განახლდა, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებაში.
„აღნიშნულ ხაზზე ტექნიკური პრობლემის გამო, დღეს, 15:40 საათიდან, დროებით შეჩერებული იყო მგზავრთა მომსახურება. ტექნიკურმა ჯგუფმა დროულად შეძლო ხარვეზის აღმოფხვრა. ამ ეტაპისთვის, მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მგზავრთა გადაყვანას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – აცხადებენ კომპანიაში.
კომენტარები