26 ივლისს საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა -57 წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მე-5 ადგილი დაიკავა. 21 წლის ძიუდოისტმა თავის სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
“დიდი მადლობა ჩემო კეთილო ხალხო გვერდში დგომის გამხნევებისა და გულშემატკივრობისთვის, ძალიან მიხარია ამდენი ადამიანი ნაცნობი თუ უცნობი ყველა მწერს და მადლობას მიხდის ჩემი ბრძოლისა და თავდადებისთვის .. მადლობა თქვენ ქართველო ხალხო თქვენ მე მაძლიერებთ საქართველოსა და ქართველი ხალხის სიყვარული ორმაგად ძლიერს მხდის .. თუმცა ძალიან რთულია დარჩე კვარცხლბეკს მიღმა ხედავდე და აანალიზებდე იმას რომ შენი ნატვრა და ოცნება სხვას აუსრულდა ძალიან ბევრი შრომა თუ ტკივილი იმალება ამის მიღმა თუნდაც ის რომ შეგეძლო და ვერ შეძელი! ძალიან რთულია ჩემთვის იმდენად რთული რომ გათიშული ვარ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ ამდენი ხნის ოცნებამ უმედლოდ ჩაიარა .. მაგრამ ვპირდები ჩემ თავს გპირდები საქართველო, რომ არაერთხელ ავაჟღერებთ ჩვენს ჰიმნს და ჩვენი დროშა უამრავჯერ იქნება ყველაზე მაღლა მადლობა უფალს მაქვს შანსი და შესაძლებლობა იმისა რომ საქართველოს ღირსება დავიცვა საზღვარგარეთ ..მიყვარხარ საქართველო მიყვარხართ ქართველებო
მიყვარხართ სვანებო .. მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს ვინც კი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში, მადლობა საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, რომელიც ყველაფერს აკეთებს სპორტსმენებისთვის მადლობა სპორტის სამინისტროს და ასევე ოლიმპიურ კომიტეტს მაპატიეთ, რომ ვერ შევძელი მედლის მოპოვება მაგრამ ამით არ დავნებდებით და ბევრჯერ გაგახარებთ. მადლობა ჩემს უსაყვარლეს მწვრთნელებს გია თენაძესა და კახა მოცრაძეს, რომლებიც ამდენი წელი ჩართული იყვნენ და არიან ჩემს წარმატებაში და არა მარტო ჩემი ქალთა ძიუდოს წარმატებაში. მადლობა სამედიცინო პერსონალს ზურაბ კახაბრიშვილსა და მის საუკეთესო გუნდს, რომლებმაც თავდაუზოგავად იშრომეს ჩვენთვის მადლობა კაზალიკ #ჩვენერთადძლიერებივართ !! ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ ! მიყვარხართ ქართველებო მიხარიხართ ! მიხარია რომ ჩემი ტკივილი გტკივათ და ჩემი წარუმატებლობის გესმით და გვერდში მიდგახართ სწორედაც რომ ეს ვართ ქართველი ერი ! (მადლობა შენ რომ ყველანაირად გვერდში მედექი და ფსიქოლოგიურად ძალიან გამაძლიერე ! თემო ნოზაძე ყველანაირად მომამზადე, რომ უმაგრესად ვყოფილიყავი შენ ვერ მოხვდი ოლიმპიადაზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებდი რომ მე წარმატებით გამოვსულიყავი და ჩემი ოცნება ამეხდინა მაგრამ აუცილებლად ავიხდენთ ! დედა მამა მახო ბიძია დაგამწუხრეთ ძალიან, მაგრამ გპირდებით სანატრელ ოცნებას ყველა ერთად ავიხდენთ. მაპატიეთ, რომ მე ეს ახლა ვერ შევძელი ძალიან მინდოდა მინდოდა ოქროს მედალი თქვენთვის ჩამომეტანა და ჩემით ამაყები ყოფილიყავით, მაგრამ ვერ შევძელი ! დაგამწუხრეთ, მაგრამ ეს იქნება ჩვენი სიძლიერის წყარო რომ მომავალში აღარასოდეს დავუშვათ შეცდომები ! “- დაპოსტა თავის ფეისბუქ გვერდზე ეთერ ლიპარტელიანმა