კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებისა და ხელისუფლების მიერ საზოგადოებასთან დიალოგის დაწყების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, აქციას ასეულობით ადამიანი შეუერთდა. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „დიალოგი ხალხთან“, „ფედოროვი თავდაცვის სამინისტროში“, „ვოვა ჩატიდან გავიდა?“, „პრეზიდენტი საბოტაჟს უწევს გამარჯვებას“ და სხვა.
აქციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ვეტერანმა დმიტრო კოზიატინსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აქციის მიზანია, ხელისუფლებას შეახსენოს საზოგადოებასთან დიალოგის აუცილებლობა, ხოლო პრეზიდენტ ზელენსკის საკადრო გადაწყვეტილებების პასუხისმგებლობა.
მან ისაუბრა პეტიციაზეც, რომლის მხარდაჭერაც აქციის მონაწილეებს შესთავაზა. დოკუმენტში საუბარია თავდაცვის სექტორში რეფორმებისა და საზოგადოებასთან დიალოგის აუცილებლობაზე, ასევე იმ რეფორმების გაგრძელების მოთხოვნაზე, რომლებიც თავდაცვის სამინისტრომ ფედოროვის დროს დაიწყო.
შემდგომში პეტიცია პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელს გადაეცა.
