ნელ-ნელა უნდათ საზოგადოებას შეაპარონ, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველომ აფხაზეთი აღიაროს, თითქოს წარსულია და ჩვენი ტრავმაა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ რურუა აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის განცხადებებს.
„ამით უნდათ, რომ საზოგადოება მოწამლონ“, – დასძინა რურუამ.
ნიკა გვარამიამ ჯერ თქვა, რომ აფხაზეთი არის ტრავმული მეხსიერება, შემდეგ კი ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა ფაშინიანი, რომელმაც მისი თქმით ყარაბაღი დათმო. სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, საქართველო აფხაზებისთვის შესათავაზებლად უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის.
კომენტარები
