ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის პირველ დღეს, ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ასპარეზობს. ჩვენმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელ მოჭიდავეს შეხვდება.
ქაჯაია პირველ წრეში ფინელ მატი ელიას კუოსმანენს შეხვდა და მეტოქე სუფთა გამარჯვებით ორ წუთში დაამარცხა.
მორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, კუბელი ლოპეს ნუნიესი ძლიერ თურქ მოჭიდავეს რიზა კაიას შეხვდება.
უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას შემდეგ დღეებში კიდევ სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ.
ნახევარფინალური დაპირისპირებები 13:15 საათიდან გაიმართება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 2 აგვისტოს ჩატარდება.