კონკურს “ლიტერას” ჟიურიში დარჩენილი ერთადერთი წევრი, სამინისტრო მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურძე მინისტრს მიმართავს, რომ ლიტერატურული კონკურის სსიპ “შემოქმედებითმა საქართველომ” ჩაატაროს. ამის შესახებ ის პოსტს Facebook-ზე აქვეყნებს.
“მივმართავ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს. შესაძლოა, ცუდად ვიქცევი; შესაძლოა, ეს ჯერ პირადად უნდა მეთქვა. მაგრამ ახლა რევერანსების დრო არ არის! ცილისმწამებელთა დოღი უნდა დასრულდეს.
ანუ:
ლიტერატურული კონკურსი უნდა ჩაატაროს სსიპ „შემოქმედებითმა საქართველომ”, რომელსაც ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ირმა რატიანი ხელმძღვანელობს და არა ლიტერატურისაგან შორს მდგომმა, პარტიულად ანგაჟირებულმა. სააკაშვილისაგან მართულმა აქტივისტმა., რომელმაც მწერალთა სახლის სხდომათა დარბაზიდან ილიასა და აკაკის პორტრეტები ჩამოხსნა”, – წერს იოსებ ჭუმბურიძე.