მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანანა მაჩაბელი 81 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
„საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგის, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორის მანანა მაჩაბელის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს“, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
კომენტარები