უელსში მორაგბე მატჩის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ალექს ევანსმა, რომელიც კლუბ „კვმლინფელში“ თამაშობდა, „კრინანტთან“ მატჩის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო, მოედანი დატოვა, რამდენიმე წუთში კი გული გაუჩერდა. ის 31 წლისა იყო.
„ჩვენი ძმა მოედანზე დავკარგეთ, ეს ძალიან მტკივნეულია“, – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები