ვაქცინაციაში ტაქსის მძღოლებიც უნდა ჩაერთნენ. ჩვენ ყველანაირ ინფრასტრუქტურას შევქმნით იმისთვის, რომ ვაქცინაცია გაფართოვდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, თბილისის მერის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„უპირველესი რამ, რაც მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, ეს არის პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა, ამ ვითარებიდან უმთავრესი გამოსავალი კი ვაქცინაციაა. დღეს მთავრობა ყველანაირად არის მზად, დიდი რაოდენობით ვაქცინა გვაქვს, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, შვილები, ბებიები და ბაბუები. ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. რაც შეეხება მერიის თანამშრომლებს, 30000-მდე ადამიანია ჩვენთან დასაქმებული, 5000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიკეთა აცრა. ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით ადამიანებს აცრაში. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ისინიც უნდა ჩაერთნენ ამ პროცესში. ჩვენ ყველანაირ ინფრასტრუქტურას შევქმნით იმისთვის, რომ ვაქცინაცია გაფართოვდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
