მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უამრავი სამუშაო ჩავატარეთ ოთხი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება ქალაქში, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, ამ პრობლემების მოგვარებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება.
„რა თქმა უნდა, გარკვეული წლები დასჭირდება ამ ყველაფრის მოწესრიგებას, თუმცა ჩვენ თავს არ დავზოგავთ. მზად ვართ 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ღირსეული პასუხი იყოს ამ პრობლემებსა და გამოწვევებზე. გვექნება პრიორიტეტები – ეკოლოგიის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, ახალგაზრდობის მიმართულებით. ეს ყველაფერი თავმოყრილი იქნება ჩვენს კონცეფციაში, რომელსაც ჰქვია „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, – განაცხადა კალაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
კომენტარები