თბილისში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე მოსკოვის საქართველოსგან ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.
РИА Новости-ის ინფორმაციით, შესაბამისი ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე გაიგზავნა.
შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გაუგზავნა ნოტა თხოვნით კომპეტენტური ორგანოების ხელში არსებული ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით, ამასთან აუცილებელი იურიდიული დახმარების გაწევაზე, მათ შორის გარდაცვლილის ცხედრის მამისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის საკითხში”, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით ხდება გარდაცვლილის საქართველოში მყოფი ნათესავების, მათ შორის მისი რუსეთის მოქალაქეობის მქონე არასრულწლოვანი შვილის ინტერესების დამცველი ნაბიჯების გადადგმა.
რუსეთის მოქალაქე, ანასტასია შატალოვა თბილისში, კამანის ქუჩაზე 17 ოქტომბერს მოკლეს.
ახალგაზრდა ქალი მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.
რუსეთი საქართველოს შატალოვას მკვლელობაზე სამართლებრივ თანამშრომლობას სთხოვს
2021/10/20 11:16:57
ნანახია: 302 ჯერ