„ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელია, ძალიან მნიშვნელოვან დროს შეკრება მთელი საქართველოდან და ეს შეკრება ყოველთვის არის დიდი, გრანდიოზული, პოზიტივით გაჯერებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ამ მოედანზე „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ და მხოლოდ სამჯერ შეკრიბა ხალხი, 2012 წელს, 2017 წელს და ახლა, როდესაც ჩვენ გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის დადებითი მიმართულება, რაც ქვეყანას 9 წლის განმავლობაში აქვს მოპოვებული – მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ეს არის ის სამი რამ, რის გარეშეც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა არ დადგება, რის გარეშე არ გაგრძელდება სწრაფი რეფორმები. დემოკრატია და კეთილდღეობა, დემოკრატია და თანამშრომლობა, ეს არის ის, რაც „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში არის და იქნება მომავალშიც“, – განაცხადა ირაკლი ქადაგაშვილმა.
ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება – ღირსებისა და თავისუფლებისათვის დღეს თბილისში 17:00 საათზე გაიმართება.