ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან მორიგ წერილზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ისაუბრა.
პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრ და ღრმა კომენტარს ვერ გააკეთებს.
„არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები. პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის პერსპექტივა მართლმსაჯულებაში არც აქამდე ჰქონდა და არც ახლა აქვს, ასე, რომ აქ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
კომენტარები
